მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა “არსენალის” ფრანგი მცველით, ბაკარი სანიათი დაინტერესება დაადასტურა.
31 წლის მარჯვენა მცველს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, მხარეები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.
“დოკუმენტების გაფორმებამდე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას მიჩვეული არ ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სანიას სამსახურით დაინტერესებულნი ნამდვილად ვართ. ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენს კლუბში თამაშს იუარებს, უფრო ახალგაზრდა მარჯვენა მცველს მოვძებნით.
რომელი პოზიციის გასაძლიერებლად დავხარჯავთ ყველაზე დიდ თანხას? თავდასხმის, ან ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციაზე.
ეტოო? “ინტერის” შემადგენლობაში ასაკში მყოფი პალასიო და ახალგაზრდა იკარდი თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ახალი თავდამსხმელი საშუალო ასაკის უნდა იყოს. ჯეკო, მორატა და ტორესი? შესაძლოა, რომელიმე მათგანმა “ინტერში” ითამაშოს. თუმცა, ფეხბურთელთა ფინანსური მოთხოვნებიც უნდა გავითვალისწინოთ.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ “ინტერმა”, მომავალი სეზონისთვის, ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. ზაფხულში, მილანურ გუნდში ნემანია ვიდიჩი გადავა, რომელიც “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
10-15 თამაშში 1 გოლი გააქვს, ზნაჩიტ საგოლე ალღო არ აქვს, პოზიცია უნდა შეიცვალოს ჩემი აზრით.
არც სერია A არის მარტივი და დიდაც არც სერია B მაგრამ პრეტენზიის მქონე თავდამსხმელი უნდა ახერხებდეს მინიმუმ 5-10 გოლის გატანას სეზონში.
თუ ესეთი პრობლემაა რომ შესაბამის ადგილას არ ათამაშებენ გამოიცვალოს გუნდი რა გადააკვდა ამ ემპოლის
მჭედლიძე უფრო წინ უნდა თამაშობდეს,ძაან უკან ჩამოდის და სიღრმიდან უტევს,ეგ ჭირდა იბრაგიმოვიჩს ზუსტად როცა იევეში თამაშობდა და კაპელო ვან ბასტენის ვიდეოებს აყურებინებდა იბრას საათობით
იმედია გატეხავს ნავსს.
დინამო ბათუმი და ქობულეთის შუქურა კიარ თA=ამაშობს რომ იქ გოლი გოლზე შეყაროს ყველაზე ძნელად გასატან ჩემპიონატში თამაშობს ვახ კაცო გაიტანე მიდი აბა ერთი თქვენ შეყარეთ გოლი გოლზე როგორია
ტ=ქვენ გამაგიჟებთ იტალიაში ვინ ათამაშებდა ლევანს დასწრებაზე რომ ვერ თამაშობდეს რებს წერთ ხალხო უბრალოდ გუნდი სუსტდ გამოიყურება აქეთ ჩHამოდის და გუნდს თAVდამსხმელია და თვითონ ანაწილებს ხომე პას უყურეთ გუშინ 4 მცველში მარტო იბრზოდა რომ წერთ ხომე ცოტათი მაინც დაუკვირდით რას ამბობთ
ძაან ტექნიკურია და მოედანსაც კარგად ხედავს, უკანაც ჩამოდის და იხსნება, ეგაა საჯარიმოში ვერ არჩევს სწორ პოზიციას და ამიტომ დასწრებაზეც კარგად ვერ თამაშობს. გოლების გატანა ჭირდება რო მუღამში ჩავარდეს და თავდამსხმელისთვის საჭირო აზართი მიეცეს, ამიტომ ჩემი აზრით ცოტა მეტად თუ დატვირთავენ პასებით კაი იქნება.
კარგად ხედავს მოედანს , რამდენჯერმე საგოლე პასიც გააკეთა მარა რათ გინდაა . . საჯარიმოში დასწრებაზე თამაშშიი მოიკოჭლებს თორე აქამდე უგოლოთ არ იქნებოდა
არადა რა მაკრატელას იტანდა და პუჩიარელიმ ფეხიდან ააცალა. @@@@@@@@@@@@@@@@@@
მჭედლო ცოტა გამოყოჩაღდი რაააააა
უვარგისები