დიდი ალბათობით, პორტუგალიური “პორტუს” მცველი როლანდუ მილანის “ინტერში” იჯარის წესით იასპარეზებს.Sky Sports Italia-ს ცნობით, კლუბები უკვე შეთანხმებულნი არიან.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად პარასკევს ჩავა. საგულისხმოა, რომ როლანდუმ გასული სეზონის მე-2 ნახევარი იჯარის წესით “ნაპოლიში” გაატარა, რომელსაც “ნერაძურის” ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაცარი წვრთნიდა.
იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, როლანდუმ 9 მატჩი ჩაატარა.