ფეხბურთი

11:38 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” რობენს მიუბრუნდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – არიენ რობენის შეძენას ეცდება. გერმანული პრესის ინფორმაციით, ჰოლანდიელი “ალიანს არენაზე” თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, რადგან სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი აღარ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მილანელები რობენის გადაბირებას სეზონის დაწყებამდეც ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. “ინტერი” რობენში 18 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა კლუბის შეცვლა არ მოისურვა. ჰოლანდიელმა ტურინის “იუვენტუსიც” უარით გაისტუმრა.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რობენის შესაძენად თურქული “გალათასარაიც” იბრძოლებს. სტამბულელებს ჰოლანდიელის ხილვის დიდი სურვილი აქვთ და მის დაყოლიებას ეცდებიან.

 

0.119661