ფეხბურთი

11:11 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” პალასიოსა და რანოკიას გაუხანგრძლივებს

 

მილანის “ინტერი” თავდამსხმელ როდრიგო პალასიოსა და მცველ ანდრეა რანოკიას ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

არგენტინელ მეგოლეს “ნერაძურისთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება, მაგრამ მილანელებს მისი 2017 წლამდე გახანგრძლივება სურთ. თანხმობის შემთხვევაში, პალასიო “ინტერის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

მილანელებს რანოკიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაც გადაწყვეტილი აქვთ. ჯერჯერობით, მისი ხელშეკრულების პირობები, უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064746