მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „მანჩესტერ სიტისგან“ თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს შეძენაზე ფიქრობს. ზაფხულში „ნერაძური“ შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას აპირებს და 28 წლის ესპანელი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებიც მზად არიან, „ინტერისთვის“ სასურველ თავდამსხმელს შეელიონ, თუ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ სასურველ თანხას აიღებენ, ოღონდ რამდენს ითხოვენ, უცნობია.
ალვარო ნეგრედომ 2013-2014 წლების სეზონში პრემიერლიგასა და უეფას ჩემპიონთა ლიგაში 40 თამაში ჩაატარა. 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიითვალა.