მილანის “ინტერის” მესაკუთრე ერიკ ტოჰირი აცხადებს, რომ მისი გუნდის საამსეზონი მიზანი სერია A-ში მე-4 ადგილის დაკავებაა, რასთანაც “ნერაძურის”, ამჟამად, 5 ქულა აშორებს.
“ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი მე-4 ადგილია. ბოლო მატჩებში ბევრი ქულა დავკარგეთ? გასულ წელთან შედარებით “ინტერი” პროგრესირებს. უნდა მოითმინოთ. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის 1-2 თვეში შექმნა შეუძლებელია.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
19 ტურის შემდეგ, 32 ქულით, “ინტერი” სერია A-ში მე-5 ადგილს იკავებს. მილანელებს მე-4 პოზიციასთან 5, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 10 ქულა აშორებთ.