იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე პენსიაზე გასულმა რუდ ვან ნისტელროიმ, შესაძლოა, მილანის “ინტერთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმოს.
მას შემდეგ, რაც დიეგო მილიტომ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს მინიმუმ მომდევნო სეზონამდე გამოაკლდა, მილანელებმა ახალი თავდამსხმელის ძებნა დაიწყეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, “ნერაძური” ისეთ თავდამსხმელებს ეძებს, რომლებიც ამჟამად არსად თამაშობენ.
თავდაპირველად, “ინტერი” ჯონ კარეუთი დაინტერესდა, მგარამ ნორვეგიელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ბოლო ინფორმაციით, რობერტო სტრამაჩონის გუნდში თამაშის შანსი რუდ ვან ნისტელროის აქვს, რომელსაც იტალიური კლუბი 15-თვიან კონტრაქტს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის რუდ ვან ნისტელროიმ კარიერა გასულ ზაფხულში დაასრულა.