ფეხბურთი

13:43 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ჰამშიკზე ამუშავდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” “ნაპოლის” პლეიმეიკერის – მარეკ ჰამშიკის შეძენას გეგმავს. “ტუტოსპორტის” ცნობით, “ნერაძურის” 26 წლის სლოვაკის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ჰამშიკი ნეაპოლელთა რიგებში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარაა და გუნდის თავკაც რაფაელ ბენიტესს მისი გასხვისება სურს. რამდენადაც ცნობილია, “ნაპოლი” ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

თავის მხრივ, “ინტერს” ამ თანხის გადახდა არ შეუძლია და გარიგებაში 26 წლის ანდრეა რანოკიას ჩართვას გეგმავს.

 

0.123657