ფეხბურთი

12:37 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” გაიტანთან მოლაპარაკებას იწყებს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას პორტუგალიური “ბენფიკას” არგენტინელ ნახევარმცველ ნიკოლას გაიტანით გეგმავს.

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ცნობით, მილანელები უკვე დაუკავშირდნენ 26 წლის შემტევი ფეხბურთელის წარმომადგენლებს. ჟურნალისტების მტკიცებით, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევრო იქნება, “ინტერს” კი კონკურენციას ინგლისური კლუბები - “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” გაუწევენ.

მიმდინარე სეზონში გაიტანმა ყველა ტურნირში ერთად 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.130469