მადრიდის "ატლეტიკო" მზადყოფნას გამოთქვამდა, არგენტინის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ნახევარმცველ რიკარდო ალვარესში 12 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა იტალიური მხარისგან მტკიცე უარი მიიღო.
"ინტერმა" ალვარესი 2011 წელს არგენტინული "ველეჟიდან" 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონს შეადგენს.
26 წლის ნახევარმცველი ალეხანდრო საბელიამ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კი იახლა, მაგრამ მხოლოდ ნიგერიის წინააღმდეგ, 27 წუთი ათამაშა.
მილანის "ინტერის" მაისურით არგენტინელმა სამი სეზონის განმავლობაში 90 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 18 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე