“მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელმა ფორვარდმა ხავიერ “ჩიჩარიტო” ერნანდესმა, მომავალი სეზონი შესაძლოა მილანის “ინტერის” შემადგენლობაში დაიწყოს.
იტალიელებმა “წითელი ეშმაკების” მცველ ნემანია ვიდიჩთან უკვე გააფორმეს წინასწარი კონტრაქტი და ახლა 25 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე ამუშავდნენ, რომელიც მცირე სათამაშო დროს იღებს და მოედანზე უმეტესად შეცვლებზე შედის.
Corriere della Sera-ს მტკიცებით, მილანელებმა მანჩესტერელებთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკების პროცესი და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
“ინტერში” ვარაუდობენ, რომ ერნანდესი წარმატებით ითამაშებს როგორც შეტევის წინა ხაზზე, ასევე მეორე ფორვარდად და შესაბამისად, თავისუფლად შეიწყვილდება როგორც როდრიგო პალასიოს, ასევე მაურო იკარდის. “მანჩესტერმა” “ჩიჩარიტო” 2010 წელს “ჩივასიდან” 6 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა.