მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი მცველი ემილიანო ინსუა, 2014/15 წლების სეზონს, არენდის წესით "რაიოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ფუტკრების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როგორც ჩანს, ამ სეზონში 25 წლის ფეხბურთელი დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედიოდა და უფრო მეტი სათამაშო დროის მისაღებად, არგენტინელმა სხვა კლუბს მიაშურა. ინსუას როგორ მარცხენა დაცვის ხაზში, ასევე მარცხენა ნახევარდაცვასა და შეტევაშიც შეუძლია თამაში.
გასულ სეზონში არგენტინელმა მცველმა მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა და მის აქტივში ორი საგოლე გადაცემაა. აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ ორივე საგოლე პასი ინსუამ ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა.
გიორგი ბალახაძე