ფეხბურთი

11:29 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას კარიერის დასრულება “ბარსაში” სურს

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი ღიად დააფიქსირა. მეტიც, 29 წლის ესპანელს საფეხბურთო კარიერის დასრულება “კამპ ნოუზე” სურს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასა და კლუბთან თანამშრომლობას ვგეგმავ. ამგვარად, ახალი ხელშეკრულება მხოლოდ დროის საკითხია. ხმები მანჩესტერში გადასვლასთან დაკავშირებით? ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რასაც პრესაში წერენ. ერთი რამ ნამდვილად ვიცი – “ბარსელონაში” კარიერის დასრულებაზე ვოცნებობ”, - განუცხადა ინიესტამ კლუბის ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხილვა მანჩესტერულ კლუბებს – “იუნაიტედსა” და “სიტის” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11432