კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ცენტრალური მატჩის მსვლელობისას მუხლის დაზიანება მიიღო.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0:0 დასრულებული შეხვედრის შესვენებისას, პირველი ტაიმის მიხედვით კატალონიელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე სწორედ ტრავმის გამო შეცვალეს.
29 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლი გაბისთან შეჯახებისას დაიზიანა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაში გააგრძელა. დღეს ინიესტას სრულფასოვანი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს და ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, შესვენებისას ფეხბურთელის შეცვლა სიფრთხილით იყო გამოწვეული და ექიმები ვარაუდობენ, რომ ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდება.
ინიესტამ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა.