კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის მე-3 დივიზიონის კლუბი “ალბასეტე” დაქვეითებისგან იხსნა. Goal-ის ცნობით, ესპანელმა თავის მშობლიურ კლუბს ვალები გაუსტუმრა, რითაც მე-4 დივიზიონში დაქვეითებას გადაარჩინა.
მართალია, “ალბასეტემ” მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაყრილიყო. ინიესტამ პრობლემების მოგვარება თავის თავზე აიღო და 240 ათას ევროს შეელია, რითაც თავისი მშობლიური კლუბი მე-3 დივიზიონში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ინიესტა “ალბასეტეს” 2011 წელს 420 ათასი ევროთიც დაეხმარა.
ცნობისთვის, ესპანელმა საფეხბურთო კარიერა სწორედ “ალბასეტეში” დაიწყო, 1996 წელს კი, 12 წლის ასაკში, “ბარსელონას” ადაკემიაში გადაბარგდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სლოვაკეთის მესამე დივიზიონიდან ჩამოიყვანეს ტიპი ამან რა უნდა ითამასშოს?



ბიჭია თუ გოგო?
მატებაა
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
თქვენ დეიღუპეთ საცხა ,რაფერი სათაურები გაქვენ