კატალონიური “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა 4 სექტემბერს საფრანგეთთან გასამართ ამხანაგურ და 8 სექტემბერს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს (მაკედონია) გამოტოვებს.
“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ტრავმა ვერ მოიშუშა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით ინიესტამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული ტურის შეხვედრა გამოტოვა “ვილიარეალთან”.