ფეხბურთი

19:20 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა განაცხადს დაუბრუნდა

ბოლო 4 თამაშის გამოტოვების შემდეგ, ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” განაცხადს დაუბრუნდა. ის “ლევანტესთნ” გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ინიესტამ ტრავმა “ატლეტიკოსთან” ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, დაზიანება უმნიშვნელო იყო, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელს 4 შეხვედრის გაცდენა მაინც მოუხდა.

ინიესტას გარდა, “ლევანტესთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ პუიოლი, სონგი და მონტოია, რომლებმაც “ბარსას” ბოლო თამაში გამოტოვეს.

იმის გამო, რომ კატალონიელებს თასის პირველი შეხვედრა 4:1 აქვთ მოგებული, ტატა მარტინომ ჩავის, ბუსკეტსსა და ალვესს დასვენების საშუალება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111585