ფეხბურთი

14:17 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა “ბარსელონათი” ტკბება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კატალონური კლუბის დატოვებას არათუ არ აპირებს, ამ საკითხზე არც კი ფიქრობს. ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ინიესტამ შემდეგი თქვა:

“მე ამ გუნდში თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. გარშემო მყავს ხალხი, რომლებისგანაც უდიდეს პატივისცემას და რაც მთავარია სიყვარულს ვგრძნობ. ჩემთვისაც ყველა მათგანი ძვირფასია და სულ პატარა მიზეზსაც კი ვერ ვხედავ, რატომ უნდა ვიფიქრო რაიმეს შეცვლაზე. კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზეც ჯერ ადრეა საუბარი. არც ეს საკითხი მაწუხებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124702