“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ დაადასტურა, რომ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.
“ინიესტა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რადგან ის ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ კონტრაქტს მაქსიმალურად დასაშვები ვადით, 5 წლით გავახანგრძლივებთ” – იუწყება ესპანური გამოცემა Marca ბარტომეუს სიტყვებს.
29 წლის ინიესტა “ბარსელონას” პირველ გუნდში 2002 წლიდან გამოდის და 468 თამაშში 47 გოლი გაიტანა. მას კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში ეწურება.
გარდა ამისა, კატალონელთა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალ კონტრაქტს კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტასაც გაუფორმებენ.