დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ TV3-ს “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განუცხადა.
“ინიესტა ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურაა. სავსებით რეალურია, რომ ჩვენი ბანაკიდან მორიგი ბრწყინვალე სიახლე მისი ახალი კონტრაქტი იყოს”, - განაცხადა როსელმა.
ცნობისათვის, 29 წლის ინიესტა “ბარსელონას” პირველ გუნდში 2005 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 242 მატჩია.