ფეხბურთი

18:07 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური პრესა: მატა შესაძლოა “ვალენსიაში” დაბრუნდეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მანუელ მატა შესაძლოა, “ვალენსიაში” სათამაშოდ დაბრუნდეს – იუწყება ბრიტანული პრესა.

სინგაპურელი მილიარდელი პიტერ ლიმი “ღამურების” კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს, მას შემდეგ რაც “ბანკიასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს და “ვალენსიას” ოფიციალურად გაიფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიმი მატაში 38 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. გასულ ზაფხულს, “მანჩესტერმა” წინა ხაზში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატა, რამაც მატას პოზიციები შეარყია. ამიტომაც, ტრანსფერი უფრო რეალური მოჩანს.

შეგახსენებთ, რომ მატა “ვალენსიაში” 2007-2011 წლებში თამაშობდა, საიდანაც ლონდონის “ჩელსის” მიაშურა 23.5 მილიონ ფუნტად.

ასევე გეტყვით, რომ ამ ზაფხულს კომპანია “მერიტონმა”, რომელიც პიტერ ლიმს ეკუთვნის, “ბენფიკას” სამი მოთამაშე – ჟოაო კანსელო, ანდრე გომეში და როდრიგო მორენო გაიფორმა, რომლებიც ავტომატურად გაანათხოვრეს “ვალენსიაში” და ლიმის მფლობელობის დამტკიცებისთანევე, მათთან გრძელვადიანი კონტრაქტები გაფორმდება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებიხუან მატა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09229