ფეხბურთი

21:44 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში გონდაკარგულებს მოედანზე დაბრუნება აუკრძალეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩის დროს გონებას დაკარგავენ, მოედანზე დაბრუნება აუკრძალა. ამის შესახებ ხსენებული ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გარდა ამისა, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოთამაშე, ტრავმის მიღების მომენტიდან მომავალი 6 დღის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.  თუ ფეხბურთელმა თამაშის მსვლელობისას თავის ქალის ტრავმა მიიღო, მოედანზე მისი დაბრუნების საკითხს არა სამწვრთნელო, არამედ, სამედიცინო შტაბი გადაწყვეტს.

გასულ სეზონში, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, რომელიც მაშინ ლონდონის “ტოტენჰემს” წვრთნიდა, მოედანზე მეკარე უგო ლიორისი დააბრუნა, რომელმაც მანამდე გონი დაკარგა. სწორედ, ამ ფაქტის მერე ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა.

0.133818