ფეხბურთი

11:37 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისს იანგი დააკლდა

 

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ეშლი იანგი ეროვნულ გუნდს უახლოეს ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

ინგლისელები 14 აგვისტოს შოტლანდიას მასპინძლობენ და თამაშის წინ ცნობილი გახდა, რომ “სამ ლომს” 28 წლის ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. მან ტერფი დაიზიანა და იძულებული გახდა ინგლისის სუპერთასზე “უიგანის” წინააღმდეგ 2:0 მოგებული შეხვედრა გამოეტოვებინა, ახლა კი, ნაკრებსაც დააკლდება.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ეშლი იანგმა სანაკრებო შეკრება დატოვა. კლუბისა და ნაკრების ექიმების კონსულტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის, შოტლანდიასთან გასამართ მატჩამდე აღდგენას ვერ მოასწრებდა”, - წერია ინგლისის ფეხბურთის ფედერაციეს ოფიციალურ საიტზე.

იანგმა ტრავმა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო. აღდგენითი პროცესის დასრულების შემდეგ, მან კლუბის შემადგენლობაში რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დაზიანება გაირთულა და ისევ მკურნალობა უწევს.

0.117539