ფეხბურთი

17:59 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის 17-წლამდელები - ენდი კოულისა და გუსტავო პოიეტის შვილებით

ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ჯონ პიკოკმა იმ ფეხბურთელთა სია გამოაცხადა, რომლებსაც თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე ათამაშებს. შეხსენებისთვის, ჯგუფში საქართველო, ინგლისი, უკრაინა და ესპანეთი არიან, ფინალურ ეტაპზე კი, მხოლოდ ერთი გუნდი გავა.
“მსოფლიო სპორტმა” ესპანეთისა და უკრაინის შემადგენლობები უკვე დაწერა, ახლა კი, ინგლისზე. პიკოკის რჩეულებს შორის არიან ენდი კოულისა და ურუგვაელი გუსტავო პოიეტის შვილები. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა კოულის შვილი დევენტ კოული... “მანჩესტერ სიტის” აკადემიაში თამაშობს და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. მამამისივით გოლზე დაგეშილი ფორვარდია.
გუსტავო პოიეტიც გეხსომებათ. ურუგვაელი ნახევარმცველი “სარაგოსაში”, “ტოტენჰემსა” და “ჩელსიში” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, საცხოვრებლად ინგლისში დარჩა და ჩემპიონლიგის “ბრაიტონს” წვრთნის. გუსტავოს შვილს დიეგო ჰქვია, ის ნახევარმცველია და “ჩარლტონ ატლეტიკის” აკადემიაში თამაშობს.
ახლა კი შემადგენლობა:
მეკარეები: ენგუს განი (მანჩესტერ სიტი), ჯორჯ ვილისი (შეფილდ იუნაიტედი);
მცველები: ლეო ჩამბერსი (ვესტ ჰემი), ალისტერ გორდონი (ჩელსი), აიზეკ ჰეიდენი (არსენალი), რაიან ინისი (კრისტალ პალასი), ლუკ შოუ (საუთჰემპტონი), ჯოშ ვები (ასტონ ვილა);
ნახევარმცველები: კალუმ ჩამბერსი (საუთჰემპტონი), დიეგო პოიეტი (ჩარლტონი), ჯორდან გრემი (ასტონ ვილა), ჯეკ ჯები (არსენალი), ჯონ სვიფტი, ჯორდან ჰაფტონი (ორივე - ჩელსი), ლუკ ვუდლენდი (ბოლტონი);
თავდამსხმელები: დევენტ კოული (მანჩესტერ სიტი), უილ ჰიუზი (დერბი), კალუმ რობინსონი (ასტონ ვილა), ჩაბა აკპომი (არსენალი).
ჯონ პიკოკი წლინახევრის წინაც იყო თბილისში და მაშინაც 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცის რანგში. მაშინ ინგლისი, საქართველო, პოლონეთი და შვედეთი იყვნენ ჯგუფში, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იყო და ორი გუნდი გავიდა: ინგლისი და კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი საქართველო. ქართულ-ინგლისური დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
აქვე, ელიტრაუნდის კალენდარს შეგახსენებთ:
26 მარტი
"მიხეილ მესხი". საქართველო-ესპანეთი;
"ბორის პაიჭაძე". ინგლისი-უკრაინა;
28 მარტი
"ბორის პაიჭაძე". ესპანეთი-უკრაინა;
"მიხეილ მესხი". საქართველო-ინგლისი;
31 მარტი
"ბორის პაიჭაძე". ინგლისი-ესპანეთი;
"მიხეილ მესხი". საქართველო-უკრაინა;

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098771