ფეხბურთი

14:25 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელები ია კონანისთვის იბრძვიან

 

გერმანული “ჰანოვერის” კოტდივუარელი ფორვარდი დიდიე ია კონანი ერთბაშად რამდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.

29 წლის აფრიკელს გერმანელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ჯერჯერობით, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. როგორც ირკვევა, ია კონანის მსურველი ერთ-ერთი კლუბი ლივერპულის “ევერტონია”.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, ია კონანმა ჰანოვერელთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

0.120277