ჭადრაკი

16:44 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინდოეთში 3 ქართველი გალიდერდა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში სტარტი აიღო 12th Delhi International Grandmasters Chess Tournament-მა, რომლის A კატეგორიაშიც ძალებს 3 ქართველი მოჭადრაკე სცდის: ლევან ფანცულაია (2614), მერაბ გაგუნაშვილი (2547), თორნიკე სანიკიძე (2541).

ტურნირზე 2 ტური მიილია და ქულათა მაქსიმუმით სამივე ქართველი მოჭადრაკე ლიდერთა შორისაა. დამატებითი მაჩვენებლებით, ფანცულაია პირველ ადგილზე იმყოფება, სანიკიძე მეათეა, ხოლო გაგუნაშვილი – მე-15.

ათ ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-3 ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით ელდარ გასანოვს (უკრაინა, 2469) ეთამაშება, სანიკიძე თეთრებითვე ნიკილ შიამს (ინდოეთი, 2424) დაუპირისპირდება, გაგუნაშვილი კი შავებით რატნაკარანს (2401) შეხვდება.

0.114291