სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:54 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინდოეთს ანელკამაც მიაშურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა კარიერას ინდოეთის კლუბ "მუმბაი სიტიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა საკუთარ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა: "მოხარული ვარ, რომ შევუერთდი "მუმბაი სიტის" და ყველაზე ამაღელვებელ ინდოეთის სუპერლიგას."

ინდოელებმა ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის სუპერლიგა შექმნეს, რომელიც სტარტს 12 ოქტომბერს აიღებს. ახლადშექმნილ ლიგაში 8 გუნდი იასპარეზებს და ევროპელ ფეხბურთელებს ინდოეთში მრავლად ვიხილავთ.

ინდოეთს ისეთმა მოთამაშეებმა მიაშურეს, როგორებიც არიან: ალესანდრო დელ პიერო ("დელი"), დავიდ ტრეზეგე ("პუნე სიტი"), ფრედი ლიუნგბერგი ("მუმბაი სიტი"), რობერ პირესი ("გოა"), ხოან კაპდევილა ("ნორზ-ისთ იუნაიტედი"), დევიდ ჯეიმსი ("კერალა ბლასტერსი"), მანუელ ფრიდრიხი ("მუმბაი სიტი"), მარკო მატერაცი ("ჩენაი ტიტანსი") და ა.შ.

ინდოეთში ფეხბურთში ბევრი ფული ჩაიდო და ინვესტიციის გაზრდას მომავალში ელიან. ასე რომ, თუ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელი ინდოეთს მიაშურებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114647