სხვა

16:52 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინდოელი სპორტსმენები სოჭში ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის ინდოელი სპორტსმენები, რომლებმაც სოჭში გასამართ ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, თამაშებზე ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

“სოკ-ი ყველა ღონეს იხმარს და გაატარებს იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რათა ინდოელი ათლეტები სოჭში ოლიმპიური დროშით წარსდგნენ. ისინი შეჯიბრებებში იასპარეზებენ როგორც დამოუკიდებელი მონაწილეები და არ წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას” – ნათქვამია სოკ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთის ეოკ-ი საკუთარი რიგებიდან 2012 წელს გარიცხა, მიზეზი კი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მთავრობის უხეში ჩარევა გახდა. გარდა ამისა, სოკ-ი ვარაუდობს, რომ ინდოეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები სხვადასხვა კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ გარეულნი.

იმის გამო, რომ ინდოეთის ეოკ-მა ვერ შეძლო 2014 წლამდე ჩაეტარებინა ახალი არჩევნები, სოკ-ის გადაწყვეტილებით, ინდოელ ათლეტებს სოჭში დამოუკიდებელი სტატუსი ექნებათ.

www.geonoc.org.ge

თეგებისოჭი 2014
0.114282