კალათბურთი

2:22 | 19.05.2014 | ნანახია 1397 - ჯერ

“ინდიანამ” დამაჯერებლად იმარჯვა

ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში “ინდიანა პეისერზმა” ლიგის მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” მიიღო და საკმაოდ დამაჯერებლად – 107:96 დაამარცხა.

ინდიანელებმა, რომელთაც რეგულარული სეზონი კონფერენციაში პირველ ადგილზე დაასრულეს, თავი ჩინებული გუნდური თამაშით გამოიჩინეს. “პეისერზის” სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მინიმუმ 15 ქულა ჩააგდო, საუკეთესო კი პოლ ჯორჯი იყო 24 ქულით და 7 პასით.

მაიამელთა უმთავრესმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი (25 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა, სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი კი დუეინ უეიდი იყო 27 ქულით.

სერიის მომდევნო მატჩი 21 მაისის დილას ისევ ინდიანაში შედგება.

 

ინდიანა – მაიამი 107:96 (30:24, 25:21, 28:25, 24:26)

ინდიანა: ჯორჯი (24 ქ. 7 პ.), უესტი (19 ქ. 7 მ.), ჰიბერტი (19 ქ. 9 მ.), სტივენსონი (17 ქ. 8 პ.), ჰილი (15 ქ.); უოტსონი (11 ქ.), სკოლა (2 ქ.), ბატლერი, მაინმი.

მაიამი: უეიდი (27 ქ.), ჯეიმსი (25 ქ. 10 მ.), ბოში (9 ქ.), ჩალმერსი (6 ქ.), ბატიე (3 ქ.); ანდერსენი (14 ქ.), ალენი (12 ქ.), კოული, ჯონსი, ჰასლემი.

ინდიანა იგებს სერიას 1:0


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 05.09.2015
gerard888 (1536)

კარგი ფეხბურთელი იყო მე ძირითადად ბოლტონში მახსოვს.

00:09 | 05.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

ბოლტონში ამის თამაშები მახსოვს,საკმაოდ კაი იგროკი იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064398
1397