ბოლო სეზონები: გზა მწვერვალებისაკენ
ბოლო წლებში, ლარი ბერდის მიერ “ინდიანაში” გატარებულმა სწორმა სატრანსფერო პოლიტიკამ, გუნდი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, 2011-12 წ.წ. სეზონში, “პეისერზი” პლეი ოფშიც გავიდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპსაც უწია. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, ზაფხულში გუნდის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: ლარი ბერდისა და დევიდ მორვეის პოსტები ჩაიბარეს დონი უოლშმა და კევინ პრიჩარდმა. (ამ უკანასკნელთ, თავის დროზე, უდიდესი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც დრაფტის პირველი ნომრის არჩევისას, გრეგ ოდენი ამჯობინეს კევინ დურანტს).
ზაფხულში “ინდიანამ” გუნდის კვალიფიციური გამთამაშებელი დარენ კოლისონი “დალასელ” “მაღალ” იან მაინმიზე გაცვალა და პრაქტიკულად, პირველი ნომრის პოზიციაზე ჯორჯ ჰილის იმედად დარჩა, სამაგიეროდ, კლუბში წინა ხაზის მოთამაშეთა მთელი წყება მოგროვდა: ჰიბერტი, მაინმი, პლამლი, ვესტი, ჰენსბრო, პენდერგრაფი, ნევილი.
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ ფოგელი
ჯიმი ო ბრაიანის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლების შემდეგ, ახალგაზრდა ფრანკ ფოგელმა მიიღო შანსი, დროებით გუნდის სათავეში ჩამდგარიყო და მან ეს კარგად გამოიყენა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, “ინდიანამ” შეძლო და პლი ოფის სტადიაზე გააღწია. 39 წლის სპეციალისტის გუნდი გამოირჩევა ძალიან ხისტი და აგრესიული თამაშის სტილით, რაც დიდი დოზით, ფოგელის დამსახურებაა. მოთამაშეებს სჯერათ საკუთარი მწვრთნელის და წაგებული მატჩების შემდეგ, ფრენკი ყველანაირად ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ამით, ფსიქოლოგიური წნეხი მოაშოროს მის ახალგაზრდულ გუნდს. “პეისერსი” მზარდი გუნდია, რომელიც გუნდურ კალათბურთს აჩვენებს და წარმატებების მიღწევის მაღალი პოტენციალი გააჩნია.
წინა ხაზი: ჯორჯ ჰილი, პოლ ჯორჯი, დენი გრეინჯერი
ათლეტიზმი, მაღალი სათამაშო ტემპი და აგრესია, ეს სამი კომპონენტი გახლავთ “ინდიანას” წინა ხაზის მთავარი მახასიათებლები. ჯორჯ ჰილი გამთამაშებლის პოზიციისათვის საკმაოდ მაღალია და ამ უპირატესობას აუცილებლად გამოიყენებს სხვა გუნდების პირველი ნომრების წინააღმდეგ თამაშისას.
პოლ ჯორჯი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი შემტევი უკანახაზელია, რომელმაც პირველ რიგში, თავისი ახალგაზრდული ჟინით და მასიური ფიზიკური მონაცემებით უნდა მოახდინოს ყველა სხვა ნაკლოვანებების გადაფარვა. მთავარი ნაკლი მაინც, ალბათ, გამოუცდელობაა, რომელსაც ნელ-ნელა შეავსებს. იგი შედეგიანია ყველანაირი დისტანციებიდან ტყორცნებისას, ასევე ხშირად ამთავრებს შეტევებს 3 წამიან ზონაში. მისი სახით, “ინდიანას” ახალი ვარსკვლავი ეზრდება.
http://www.youtube.com/watch?v=WVFJUVKTsRg
დენი გრეინჯერი მომავალი პლეი ოფის სტარტზე უკვე 30 წლის იქნება და კვლავ მის ირგვლივ გუნდის აწყობა მიზანშეუწონლად მიიჩნევა რაღაც მხრივ, თუმცა არის მეორე ვარიანტი, ახალგაზრდა ცენტრ როი ჰიბერტის ირგვლივ თამაშის აგება, მაგრამ ამ შემთხვევაში, კლუბს გაცილებით დაბალ ტემპში მოუწევს შეტევაში გადასვლა, რაც დღევანდელი კონტიგენტის შესაძლებლობებით, უბრალოდ, დაუშვებელია. დენი ძალიან სტაბილური მოთამაშეა, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა მატჩში ცდება 18 ქულიან ნიშნულს, თუმცა არაა დაჯილდოვებული ლიდერის თვისებებით და გადამწვეტ მომენტებში, უჭირს გუნდის წაძღოლა გამარჯვებებისაკენ. დიდწილად, სწორედ მისი უნიათო თამაშის ფონზე დამარცხდა უშანსოდ გასულ სეზონში პლეი ოფის მეორე რაუნდში “მაიამისთან” 1:4.
http://www.youtube.com/watch?v=8DQbjRL4KGk
წინა ხაზი: დევიდ ვესტი, როი ჰიბერტი
“ინდიანას” წინა ხაზი წარმოადგენს ძალიან გამოცდილ და ნიჭიერ კალათბურთელთა დუეტს. მომავალ სეზონში გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად აუცილებლად “მაღლების” წყვილი იქნება. დევიდ ვესტს ზურგს უმაგრებს ნბა-ში არაერთი ჩატარებული სეზონი, იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აგრესიული სათამაშო სტილით და ძალიან კარგი საშუალო ტყორცნით. ასევე აქვს უნარი, საჭიროების შემთხვევაში, კარგი გადაცემა მიაწოდოს პარტნიორს.
http://www.youtube.com/watch?v=9YhmMwQcpi8
მის გვერდით, ძალიან გაუადვილდება პროგრესი და საკალთბურთო თვალსაზრისით გაზრდა გუნდის მთავარ ცენტრ როი ჰიბერტს, რომელმაც გასულ სეზონში ნათლად დაანახა მთელ საკალათბურთო სამყაროს, თუ რა ძალუძს რეალურად. როი ბრწყინვალედ კეტავს სამწამიან ზონას, შეუდარებელია მოხსნებზე თამაშისას, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე. კარიერის განმავლობაში, საშუალოდ მატჩში 12,6 ქულას და 7 მოხსნას აგროვებს.
http://www.youtube.com/watch?v=SBiZe9Nwm4I
სათადარიგოთა სკამი: დი ჯეი ოგასტინი, ლენს სტივენსონი, ჯერალდ გრინი, სემ იანგი, ტაილერ ჰენსბრო, იან მაინმი
ბევრი საკალათბურთო სპეციალისტი თვლის, რომ “პეისერსის” სათადარიგოთა სკამს, კლასიანი მოთამაშეები აშკარად აკლია. თუმცა რიგ შემთხვევბში, გუნდის მეორე ხუთეულმა დი ჯეი ოგასტინის, ლენს სტივენსონის, ჟერალდ გრინის, ტაილერ ჰენსბროს და იან მაინმის შემადგენლობით, არათუ ძალუძს დაასვენოს ძირითადის კალათბურთელები, არამედ მაღალი პრესინგი შესთავაზოს მეტოქეს და დიდი რაოდენობით ძალები დაახარჯინოს, რაც შეიძლება, შეხვედრის ბოლოს, გადამწყვეტი ფაქტორიც გამოდგეს. ჟერალდ გრინს თუ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, პოლ ჯორჯთან ძალიან მაგარ დუეტს შექმნის. ჯერალდს შეუძლია გასაგიჯებელი სლემ დანკებით აღაფრთოვანოს დამსწრე პუბლიკა, ასევე საშიშია შორეული დისტანციიდან. გასულ სეზონში იგი ხომ 40%-ზე მაღალი სიზუსტით უტევდა 3 ქულიანი ზონიდან.
სასტარტო ხუთეული: ჯორჯ ჰილი – პოლ ჯორჯი – დენი გრეინჯერი – დევიდ ვესტი – როი ჰიბერტი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: გრეინჯერი 18,5
მოხსნები: ჰიბერტი 9,5
გადაცემები: ოგასტინი 5,2
ჩაჭრები: ჯორჯი 1,7
დაფარებები: ჰიბერტი 2,2
დაკარგვები: ჰიბერტი 2,9
დასკვნა: “ინდიანა” ნელ-ნელა მივიდა იმ სტადიაზე, როდესაც გუნდის საერთო რეზულტატის უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლა, მთავარი მწვრთნელის სწორ გადაწყვეტილებებზე მეტად, რამოდენიმე მოთამაშის ინდივიდუალურ პროგრესზე უფროა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში, ფრენკ ფოგელმა ყველანაირად უნდა შეუწყოს მათ ხელი და შეუქმნას ის სიტუაცია, რომ გუნდის ლიდერებმა ბოლომდე მოახდინონ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზება. “ინდიანას”, პლეი ოფში ყველაზე მეტად გაუჭირდება “ბოსტონთან” და “მაიამისთან” დაპირისპირება (“ჩიკაგო” იმ შემთხვევაში, თუ როუზი გამოჯანმრთელდა), ყველაზე კარგ შემთხვევაში, ერთ ერთ-მათგანთან კვლავ კონფერენციის ნახევარფინალში შეხვდება და სწორედ იქ უნდა მოახდინონ “პეისერსის” მოთამაშეებმა კონცენტრაცია, რათა წინა სეზონთან შედარებით წინსვლა გაინაღდონ.
http://www.youtube.com/watch?v=RGZxumR8RgY
გიორგი ბარბაქაძე