ფეხბურთი

23:19 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე “დორტმუნდში” თამაშის წინააღმდეგი არაა

სერია A-ს 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე აღიარებს, რომ მას კარიერის “დორტმუნდში” გაგრძელების პერსპექტივა ხიბლავს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “დორტმუნდის” ლიდერი რობერტო ლევანდოვსკი “ბაიერნში” გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელები პოლონელი შემტევის ჩირო იმობილეთი შეცვლა სურთ. 24 წლის შემტევი “ტორინოში” თამაშობს, მაგრამ მისი სატრნსფერო უფლებების ნახევარი “იუვენტუსს” ეკუთვნის.

“ამბიციური ადამიანი ვარ. ნორმალურად მიმაჩნია, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ უკეთესის სურვილი მქონდეს.

“ბორუსია” კარგი გუნდია და რობერტ ლევანდოვსკის შეცვლის პერსპექტივა მხიბლავს, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩემთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, არამედ ისეთ გუნდში მოხვედრაა, სადაც განვითარებას განვაგრძობ.

“ტორინოს” პრეზიდენტმა იცის, რომ ახალი გამოცდილება მჭირდება და საკუთარი ძალების ჩემპიონთა ლიგაზე მოსინჯვა მინდა.” – აცხადებს ჩირო იმობილე, რომელმაც სერია A-ს 33 თამაშში 22 გოლი გაიტანა.

0.114032