ჭადრაკი

14:21 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმნაძემ მე-5 ადგილზე დაასრულა

 

ქართველ მოჭადრაკე ნატო იმნაძეს რუმინეთში დასრულებულ საერთაშორისო წრიულ ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგი (2082) გააჩნდა, თუმცა, კარგად ითამაშა და ათ მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

დასკვნით მე-5 ტურში ნატო შავი ფიგურებით რუმინელ ელენ-ლუმინიტა კოსმას (2333) დაუზავდა და სწორედ მის დარად, 5.0 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი კონკურენტს ჩამორჩა და მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდა. ისიც ვთქვათ, რომ მე-2 საფეხერზე გასულმა მიჰაელა სანდუმ (2259) იმნაძეს მხოლოდ 0.5 ქულით გაასწრო.

ტურნირის გამარჯვებული კიდევ ერთი რუმინელი ირინა ბულმაგა (2365) გახდა, რომელსაც პირველი რეიტინგი გააჩნდა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია – 9 ტურში 8 ქულის აღება მოახერხა.

0.113131