ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა შიდა კონკურენცია სარეიტინგო ტურნირზე გაარკვიეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ ჯერ კიდევ შარშან დანერგილ შეჯიბრებას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. ტატამზე თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები გავიდნენ.
მედლების 8 კომპლექტიდან 2-2 ოქრო კახეთისა და იმერეთის გუნდებმა მოიპოვეს. ვერცხლის მედლებიც თანაბრად აიღეს -2:2. ბრინჯაოს პრიზიორები კახელებს მეტი ჰყავდათ (5:2) და შესაბამისად, საერთო გუნდურ ჩათვლაშიც უკეთესი შედეგი აჩვენეს. მესამე ადგილი კი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მომპოვებელ შიდაქართლელებს ერგოთ.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ქუთაისი
55 კგ
1 თორნიკე ნაგლიაშვილი (მცხეთა)
2 დათო გეჯაძე (შიდა ქართლი)
3 ალეკო ქვრივიშვილი (თბილისი)
3 ირაკლი კუპატაძე (კახეთი)
60 კგ
1 გელა ლიპარტელიანი (იმერეთი)
2 ვანო ჯავახიშვილი (შიდა ქართლი)
3 ბაჩო ჭიკაიძე (კახეთი)
3 ზაზა როსტომაშვილი (კახეთი)
66 კგ
1 ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი)
2 გიორგი გუგულაშვილი (თბილისი)
3 თორნიკე ჭოველიძე (გურია)
3 ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
73 კგ
1 ომარ ნიაზაშვილი (თბილისი)
2 ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი)
3 ოთარ კაციაშვილი (კახეთი)
3 თომა თავზარაშვილი (თბილისი)
81 კგ
1 ლევან გუგავა (იმერეთი)
2 ბექა დონღვანი (რაჭა ლეჩხუმი)
3 ელდარ მესხიშვილი (სამცხე ჯავახეთი)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)
90 კგ
1 ილია მალვენიშვილი (კახეთი)
2 ზაურ მამარდაშვილი (კახეთი)
3 იესო კვირიკაშვილი (შიდა ქართლი)
3 უჩა გასიტაშვილი (შიდა ქართლი)
100 კგ
1 ჯაბა მუმლაძე (კახეთი)
2 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი)
3 გიგა ნიჟარაძე (თბილისი)
3 ჯაბა ჩეჩელაშვილი (იმერეთი)
+100 კგ
1 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი)
2 გუგა კიბორძალიძე (იმერეთი)
3 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
3 ზაზა გოჯიაშვილი (თბილისი)