სპლიტის “ჰაიდუკმა” ტესტ-მატჩში 2:3 წააგო კორეულ “გიონგნამთან”. ხორვატული გუნდიდან ერთი გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა, კერძოდ, 67-ე წუთზე კუასი-მაგლიცას კომბინაცია დაასრულა. ამ გოლამდე, “ჰაიდუკი” 0:3-ს აგებდა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” გერმანული ბილეფელდის “არმინიასთან” 2:2 ითამაშა. ოთხივე ქართველი (გიორგი ლომაია, ბაჩანა ცხადაძე, ლაშა სალუქვაძე, ალექსნადრე იაშვილი) სასტარტოში გახლდათ. 87-ე წუთზე გავიდა მატჩის ბოლო გოლი, რომელიც ბაჩანა ცხადაძის ანგარიშზეა: მან პენალტი გამოიყენა.
კვიპროსზე შოთა გრიგალაშვილის “ანორთოსისმა” ჩემპიონატის ტურში, შინ ვერ სძლია “კუკლიონს”- 2:2. მასპინძლები აგებდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს. გრიგალაშვილმა ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე. “ანორთოსისი” მეხუთე საფეხურზეა.
საფრანგეთის მესამე ლიგაში “ლუზენაკმა” გასვლაზე 2:0 აჯობა “პერონასს” და ლიდერობს. მეორე გოლი ქართველმა მცველმა ამირან სანაიამ გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელი, როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. სანაიას 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი კლაუს ტოპმიოლერის გუნდში, შემდეგ კი ექტორ კუპერიც ათამაშებდა.
იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” გასვლაზე 1:2 წააგო “ლატინასთან” და მეორე ადგილზე დარჩა. ლევან მჭედლიძე განაცხადში იყო და არ უთამაშია, ხოლო ირაკლი შეყილაძე 18-კაციან სიაში არ გახლდათ.
ყაზანის “რუბინმა” მეორებუნდესლიგელ “პადერბონთან” 1:2 წააგო. საბა კვირკველიამ სასტარტოში ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო 20 წლის ფორვარდმა მერაბ ურიდიამ მეორე ტაიმი დაჰყო მოედანზე. “რუბინმა” პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და შემდეგ გაუშვა გოლები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ გაუშვებენ
bagdatski3
მეც მივესალმები მაინც ევროპაა დაგინახავე და 2 ჯერ მაინც მარტო ჯობია აზერების ჩემპს და მანთ კიდე გუნდები 3 ეტაპიდან იწყებენ თამაშს ევროპაზეც და ლიგაზეც
ინტერის ბიუჯეტი მე როგორც მახსოვს არა ნაკლებ 7 მილიონი დოლარია ამ თანხით კი გორის დილამ პეიოფში სულ შხუილით გავიდა კარგად გემახსოვრებათ დარასელია ათი თავით ჯობია ცხადაძეს მითუმეტეს ცინცაძე და დევდარიანი .
სიმართლე უნდა ითქქვას იმ ბიუჯეტით რაც ინტერს აქვს ნებისმიერი ქართული გუნდი მტს მიაღწევდა ცხადაძის მიღწევებს კი ვერ ვხედავ ცუდი მწვრთნელი არ არი მაგრამ არაფრით ჯობია არც ჭიაბრიშვილს არც გეგუჩაძეს და მითუმეტეს ცინცაძე დევდარიანს ან მაისურაძეს.
ამათ თუ შვიდი აქვთ დინამოს 10 ამდე აქვს თუ 8 აზე მეტი მარა რასაც ინტერი აკეთებს იმის ნახევარსაც რომ ვერ აკეთებს
არადა ძლიერი შემადგნელობა ყავთ უბრალოდ 1 ფორვარდი ია საჭირო ცხადაძე სუსტია თორე მაგარი გუნდი ყავთ ცხადაძეა სუსტი მტრენერი რა და იმიტომ ვერ დებენ შედეგს
პროფესოორ
შენი აზრით დინამოს ბიუჯეტი რამდენია?
და რა შედეგი აქ?
ამისულაშვილი ნაკრებში მინდა
მე მგონი ფრუიძე ქეცბაია სწორს აკეთებენ 9 კაცი ზონებს რომ აკონტროლებენ და კონტრშეტევებზე თამაშობენ. დაცვა უფრო მოსახეხებელია ჩვენი ბიჭებისათვის იმიტომ რომ ფიზიკაში ყველას ჩამოვრჩებით და უკან ჩამოსვლას ვერ ვასწრებთ
ცხადაძე წამოსულიყავი დინამოში რომ გეუბნებოდნენ, ეხლა რომ მოდიხარ
დინამოში ერთი დიდი პრობლემაა მწვრთნელებისთვის, ხელმძღვანელობა წყვეტს გუნდს ვინ ჭირდება, როგორ უნდა ითამაშოს და ა.შ. კახას კი ავტონომია სწჭირდება სრული ხელმძღვანელობისგან, რასაც ფიფია მეეჭვება დათანხმდეს (თუ დათანხმდა და შეასრულოს ეგეც მეეჭვება)
რას უშველის, მოთხოვენ შედეგს რამდენიმე თვეში და გაუშვებენ ამასაც.
სალუქვაძის ბრალია ბევრი რამ, გუნდი მესამე წუთიდან კაცნაკლული დატოვა, გული დამწყდა ინტერ ბაკის გავარდნის გამო, წლებია ცხადაძე მუშაობს და სულ მცირედი აკლდება და ხშირ შემთხვევაში არ უმართლებს.
იქნებ კაცნაკლული რო არა გასულიყვნენ
კარგია ომონია პლეიოფამდეც მივა, კვიპროსელები ბევრით გვისწრებენ და მივესალმები კიდეც ქართველი ფეხბურთელების მანდ წასვლას