ფეხბურთი

12:08 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძეს არ უთამაშია, სირბილაძე დაბრუნდა

 

“ერმისმა”, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი ილურიძე შეემატა, კვიპროსის სუპერთასი მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელის გარეშე “ერმისმა” აპოელ-ი 2:1 დაამარცხა და წელს პირველ ტიტულს დაეუფლა. 22 წლის ილურიძე 18-კაციან განაცხადში არ იყო.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, ტურკუს “ინტერი” გასვლაზე ჰიკ-თან 0:2 დამარცხდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ტურკუელებს ირაკლი სირბილაძე დაუბრუნდა, მაგრამ ამ ფაქტმა სტუმრები წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი იასპარეზა. “ინტერს” 26 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) დაუგავპილსის “დაუგავამ” თანაქალაქელ “დაუგავაპილსს” სტუმრად 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში ბიძინა ცინცაძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა. გიორგი ხუმარაშვილი, გიორგი ჩიხრაძე და ჯემალ ჯალიაშვილი, რომლებიც სეზონის მსვლელობისას “დაუგავაში” თამაშობდნენ, ბოლო ტურებში 18-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდებიან. “დაუგავა” 47 ქულით მე-4 ადგილზეა.

“იურმალამ” თავის მოედანზე “იელგავასთან” 0:2 წააგო. გიორგი დიაკვნიშვილმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “იურმალა” 7 ქულით აუტსაიდერია.

0.116014