ხორვატიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ჰაიდუკმა" "სლავენ ბელუპოსთან" 3:3 ითამაშა. ილურიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე შეცვალეს. slobodnadalmacija-ს ცნობით, "ჰაიდუკის" მწვრთნელი იგორ ტუდორი ქართველ ნახევარმცველზე გაბრაზდა და უთქვამს:
"რატომ მეუბნებოდი, თამაში შემიძლიაო, როცა არ შეგიძლია..."
აღმოჩნდა, რომ ილურიძეს კუნთების ტრავმა ჰქონდა და იმ 24 წუთში აშკარად თავის შესაძლებლობებზე სუსტად გამოიყურებოდა. სწორედ ამის გამო შეცვალა ტუდორმა.
ილურიძე გამოძახებულია 21-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 14 ნოემბერს შოტლანდიას სტუმრად შეხვდება, 18-ში გორში სლოვაკებს უმასპინძლებს. გიორგი შოტლანდიაში ვერ გაემგზავრება, რადგან ბრიტანეთის ვიზის აღებას ვერ ასწრებს. აი, სლოვაკეთთან კი შეეძლება თამაში – თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი.