გიორგი ილურიძე სპლიტის "ჰაიდუკის" უახლოეს მატჩს გამოტოვებს. საუბარია "ოსიეკთან" კვირას გასამართ შეხვედრაზე. გიორგის ტრავმა აქვს და წინა თამაშშიც არ ყოფილა.
"ჰაიდუკის" მწვრთნელმა იგორ ტუდორმა განაცხადა, რომ ილურიძე და ჰარის ბუკვა ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებულნი არ არიან, ამიტომაც, მათზე დაყრდნობას არ გარისკავს. მომდევნო ტურში კი, ქართველ ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, თამაშს შეძლებს.