ფეხბურთი

18:31 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძე შოტლანდიასთან საბოლოოდ გამოირიცხა

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 14 ოქტომბერს, შოტლანდიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩში, საქართველოს “ახალგაზრდულს” ხორვატიის “ჰაიდუკის” ფორვარდი გიორგი ილურიძე ვერ დაეხმარება.

სპლიტელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ ილურიძის სავიზო პრობლემები ვერ მოვგარდა და ამიტომ, ქართველი ფეხბურთელი შოტლანდიასთან თამაშს გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ ილურიძემ ხუთშაბათს, “ჰაიდუკის” შემადგენლობაში, შინ “ბეშიქთაშთან” წაგებულ (1:2) ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

შოტლანდიასთან ასევე საბოლოოდ გამოირიცხა ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველის, მერაბ გიგაურის თამაში, რომელსაც ადრინდელი ტრავმა გაუმიზეზდა.


0.122524