ფეხბურთი

23:18 | 21.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ილურიძე - პირველი და მომგებიანი გოლი ხორვატიაში

სპლიტის “ჰაიდუკმა” ხორვატიის ჩემპიონატში შინ 1:0 სძლია “ზადარს” და ეს ერთადერთი გოლი ქართველმა გიორგი ილურიძემ გაიტანა. 21 წლის ნახევარმცველმა მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში - 7-8 მეტრიდან დარტყმით. ილურიძე მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა დალმაციურ კლუბში და უკვე გამოიჩინა თავი, თანაც, მშვენივრად ითამაშა იმ 62 წუთის განმავლობაში, რაც მინდორზე დაჰყო.

საინტერესოა, რომ გიორგის გოლის წყალობით, “ჰაიდუკი” ლიდერი გახდა, თუმცა ზაგრების “დინამოს” ხვალ აქვს სათამაშო და სხვაობა მათ შორის 2 ქულაა. 

ბელარუსის ჩემპიონატში ბრესტის “დინამომ” გასვლაზე 3:1 აჯობა “ნაფტანს” და მოგებულთაგან ერთი გოლი 90-ე წუთზე უჩა გოგოლაძემ მიითვალა. ბრესტელები ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზე არიან - იქ ქვედა და ზედა ექვსეულების სისტემაა.       

როგორც იცით, პორტუგალიაში გამოჩნდა საინტერესო ქართველი ფეხბურთელი - შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელმაც პრიმიერა ლიგაში გასულ კვირას “პორტუს” წინააღმდეგ ბოლო 15 წუთი ითამაშა. “ჟილ ვისენტეს” 21 წლის ქართველი ამჯერად სასტარტოში იყო “ოლიალენსესთან” საშინაო შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. ებრალიძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და მისი გუნდი 1:0-ს იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს სტუმრებმა, რომლებსაც პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მცველი, ესტრავაგანტული აბელ შავიერი წვრთნით.

პორტუგალიური ონლაინ-რეპორტაჟის ცნობით, ებრალიძე რამდენიმე მწვავე შეტევაში მონაწილეობდა, თუმცა გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლია. 5 ტურის შემდეგ, “ჟილ ვისენტე” მეშვიდე ადგილზეა.

http://hajduk.hr/vijest/poljud-hajduk-zadar-1-0/4052


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:16 | 19.10.2014
zidane7771212 (3)

))))))))))))))))))

23:00 | 19.10.2014
levani82 (41682)

ადმინ რეგლამენტში ერთს წერთ და ცხრილში სულ სხვა რამეს აჩვენებთ

22:37 | 19.10.2014
shotai-olimpi (2773)

რღა დროს თოდუა და აბრამიძეა კარგი რა !!! 40 წელს ზევით ხომ არის ორივე?

23:38 | 19.10.2014
mushni (93569)

თოდუა 40 ხდება იანვარში..აბრამა 35 ის მარტში

21:53 | 19.10.2014
arturi-baierni (24493)

კაი რა მიხიჩ კაი რა ერთი და იგივეს როგორ ქარავ მოგებულ თამაშებს ანიავებ

21:32 | 19.10.2014
mushni (93569)

ეჰ რა 3ქულა დავკარგეთ

21:28 | 19.10.2014
mushni (93569)

დინამოს მოვუგებთ

21:26 | 19.10.2014
mushni (93569)

კვერნა მაგარია

21:25 | 19.10.2014
bibojuve (399)

Torpedos unda moego es tamashiii dacvam toxla susti dacva gvyavs todua da abramidze adre kargebi iyvnen exla ki 40 clamde arian da dzaan moukles ....ise ki romara is shecdomebiii rac dacvam daushva torpedo 2 kulit meti eqneboda exla gunds ori normaluri mcveli chirdeba da ertiiii naxevarcveliii gigauriiii ar unda casuliyooo aseve kuxianidzec exla kii orive dakargulia

21:26 | 19.10.2014
mushni (93569)

მასეა ბრატ

20:53 | 19.10.2014
levani82 (41682)

ცხრილი მაგარი არეულია

21:19 | 19.10.2014
mushni (93569)

ლოკო გადმოდის ლეო

20:32 | 19.10.2014
Torres9 (12692)

გურია საღოლ კარგად ვითამაშეთ დღეს,მაგრად ვაჯობეთ ტორპედოს

20:49 | 19.10.2014
Givi Cekvashvili (1931)

რით აჯობა თანაბარი თამაშიც არიყო გაუმართლა გურიას, ტორპედომ კი მეორედ 2-0 ზე თითქმის მოგებული თამაში გაუშვა ხელიდან

21:15 | 19.10.2014
Torres9 (12692)

თამაშით აჯობა თამაშით,ბურთი სულ ჩვენ გვქონდა,2ჯერ დაარტყა ტორპედომ კარში,2ივე კონტრშეტევაზე...მასე გამოვიდა რო გურიას გაუმართლა 2-2 დან შემოატრიალა თამაში...თამაში ქუთაიში იყო თუ ლანჩხუთში ვერ გაიგებდი...ძაან სუსტი ყოფილა ტორპედო მაგათი თამაში 2 წელია არ მინახია

00:19 | 20.10.2014
Givi Cekvashvili (1931)

როგორ ჯობდა ძმაო თუუყურე ბურთის ფლობითაც ვერჯობდა ერთი მომენტი ქონდათ პირველ ტაიმში და მეორეტაიმში გოლამდე ერთხელ დაარტყეს შორიდან და მეკარემდე ძლივს მივიდა ბურთი სიმართლე ისაა რომ აჩუქეს მცველებმა ქულა გურიას

21:18 | 19.10.2014
mushni (93569)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:18 | 19.10.2014
mushni (93569)

ადმინ დავაი რა

0.087404