კალათბურთი

20:11 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩი ვარჯიშს შეუდგა

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” სერბი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი (02.06.84, 215სმ) გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და “ქუთაისი-2010”-თან სათამაშოდ ემზადება. შეხვედრა 7 მარტს იმერეთის დედაქალაქში ჩატარდება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ილიჩმა ფეხის თითის ტრავმის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მე-4 ტურში “ოლიმპთან” შეხვედრა გამოტოვა, რომელიც “ძალოვნებმა” 81:59 მოიგეს.

4 მარტისთვის “შსს აკადემიას” და “სოხუმს” 17-17 ქულა აქვთ და IV-VI ადგილებს ინაწილებენ, ხოლო “ქუთაისი-2010”-ს, “დინამოსთან” ერთად 21-21 ქულა აქვს და II-III ადგილებს ინაწილებს.

 

0.115143