კალათბურთი

20:19 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩი “შსს აკადემიას” შეუერთდა

დღეს, გამთენიისას, თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” ახალი ლეგიონერი, სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი (1984.06. 104კგ, 215სმ), რომელიც 15 იანვრიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჯღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” ილიჩთან კოტრაქტი 5 დღის წინ გააფორმა. მანამდე, “ძალოვნებმა” ამერიკელი უკანახაზელი პერიშ ბრაუნი დაიმატეს.

23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ “შსს აკადემიას” 8 თამაშიდან 4 მოგება აქვს და 9 გუნდს შორის მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

0.114761