საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „შსს აკადემიას“ სერბ ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მილე ილიჩმა (02.06.84, 215 სმ) ამჯერად ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხის ტრავმა მიიღო და ამის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ „ოლიმპთან“ შეხვედრა გამოტოვა.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ილიჩი „შსს აკადემიას“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ შეუერთდა და პირველივე ვარჯიშის დროს მარჯვენა ხელის მაჯა იღრძო, რის გამოც 5 დღე აღარ უვარჯიშია. 24 თებერვლისათვის 9-გუნდიან ჩემპიონატში „შსს აკადემიასა“ და „სოხუმს“ 17-17 ქულა აქვთ, რომლებიც V-VI ადგილებს ინაწილებენ.