ფეხბურთი

17:53 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიარამენდიმ “რეალთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

 

ესპანელი ფეხბურთელი ასიერ ილიარამენდი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ამის შესახებ “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

23 წლის ნახევარმცველმა მადრიდელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მას ოფიციალურად 13 ივლისს “რეალის” საშინაო არენა “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარადგენენ.

სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” პრეზიდენტის, ხოაკინ აპერიბაიას განცხადებით, მადრიდელებმა ილიარამენდის სანაცვლოდ 38,9 მილიონი ევრო გადაიხადეს. აქედან 30 მილიონი ევრო ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება იყო, ხოლო 8 მილიონი – დამატებითი ღირებულების გადასახადი.

ილიარამენდი სანსებასტიანელთა აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2009-2010 წლების სეზონში ჰქონდა. 2011-2012 წლების სეზონიდან ის “სოსიედადში” რეგულარულად თამაშობს. განვლილ სეზონში სანსებასტიანელების რიგებში მან 34 მატჩი ჩაატარა.


0.12261