ფეხბურთი

20:00 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიარამენდიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, 23 წლის ასიერ ილიარამენდიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

ილიარამენდიმ ტრავმა 24 ივლისს, “ლიონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო. ბასკ ფეხბურთელს კუნთი ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მან ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ასიერ ილიარამენდი “რეალში” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “სოსიედადიდან” 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.115666