მადრიდის “რეალის” ახალწვეული ასიერ ილიარამენდი ტრავმირებულია და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ილიარამენდიმ ტრავმა 24 ივლისს, “ლიონთან” გამართულ მატჩში მიიღო. ამის გამო, 23 წლის ნახევარმცველმა გუნდის ბოლო 2 ამხანაგური თამაში გამოტოვა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ილიარამენდის კუნთი აქვს დაჭიმული. დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ფეხბურთელს რამდენიმე დღით დასვენება სჭირდება.