ფეხბურთი

13:34 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიარამენდი დებიუტისთვის მზადაა

 

დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ახალწვეულის – ასიერ ილიარამენდის დებიუტი “ვილიარეალთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი ტურის მატჩში შედგება. ამის შესახებ Football Espana იუწყება.

მოგეხსენებათ, “სოსიედადის” ყოფილ ნახევარმცველს ახალ კლუბში დებიუტი ტრავმის გამო გადაედო. სადღეისოდ, ესპანელი სრულიად ჯანმრთელია და მოედანზე 90 წუთის გატარება ძალუძს.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზის დროს, “რეალის” ფეხბურთელებმა – მარსელომ, ფაბიუ კოენტრაუმ და ისკომ ტრავმები მიიღეს. 

0.122763