მადრიდის “რეალი” და “სოსიედადი” ასიერ ილიარამენდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. Marca-ს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
23 წლის ესპანელის სანაცვლოდ, მადრიდელები 36 მილიონ ევროს გადაიხდიან. ნახევარმცველი “სამეფო კლუბთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
რამდენადაც ცნობილია, ილიარამენდიმ “სოსიედადი” უკვე დატოვა და მადრიდისკენ გაეშურა.