მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა აღიარა, რომ მასსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შორის, პიროვნული უთანხმოება არსებობს, მაგრამ ეს მათ პროფესიონალიზმზე არ მოქმედებს.
“მოურინიო პატიოსანი ადამიანია. პროფესიონალურ დონეზე, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ პერსონალურ დონეზე იგივეს ვერ ვიტყვი.” – ციტირებს კასილიასის სიტყვებს მადრიდული Marca.
შეგახსენებთ, რომ კასილიასი 23 იანვრის შემდეგ უთამაშებელია. თავდაპირველად, ამის მიზეზი მისი ტრავმა იყო, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ, იკერს მოედანზე გასვლის საშუალებას მწვრთნელი არ აძლევს.