გენუის “სამპდორიას” სპორტული დირექტორი კარლო ოსტი ადასტურებს, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელს, მაურო იკარდის “ნაპოლისა” და “ინტერის” ვარიანტი ჰქონდა, რომელთა შორისაც 20 წლის არგენტინელმა “ნერაძური” აირჩია.
“მაუროს ორივე გუნდი იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემოთავაზება ნეაპოლელებს ეკუთვნოდათ, ფეხბურთელმა არჩევანი მაინც “ინტერის” სასარგებლოდ გააკეთა.” – განაცხადა ოსტიმ Radio CRC-სთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, იკარდიმ “ინტერში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მილანურ გუნდში მის ოფიციალურად ჩარიცხვას უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ.