რაც აქამდეც ცნობილი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – მაურო იკარდი “ინტერის” ფეხბურთელი გახდა.
გარიგების დეტალები არ ხმაურდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50% “სამპდორიას” დარჩა.
მაურო იკარდი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. “სამპდორიაში” ის 2011 წელს გადავიდა. გასული 2 წლის განმავლობაში, გენუელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 33 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა არგენტინელმა საყოველთაო ყურადღება გასულ სეზონში, “პესკარასთან” 6:0 მოგებული შეხვედრით მიიქცია. იმ თამაშში, იკარდიმ 4 გოლი გაიტანა.